დავით ნარმანიამ მიუსაფართა თავშესაფარში მყოფ ადამიანებს ბარბარობა მიულოცა
საზოგადოება - 15:12, 17 Dec, 2013     2037

მიუსაფართა თავშესაფარი მოსკოვის გამზირზე, მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს გაიხსნა და პირველი ბინადრებიც იმავე დღეს მიიღო. დღეისთვის თავშესაფარში დადგმულ 15 კარავში 156 ადამიანი ათევს ღამეს. მათ შორის ორი ოჯახია, ერთი - 2, მეორე კი 5-შვილიანი.

თავშესაფარში მყოფ ადამიანებს სახელმწიფო ცხელი საკვებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველჰყოფს. მათ დასახმარებლად აქტიურობენ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციები, მოქალაქეები. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ისე - თავშესაფარში, მიუსაფართათვის დახმარება უკვე მიიტანა 60-მდე სამოქალაქო პირმა და 10-მდე ორგანიზაციამ. დახმარებაში შედის, როგორც საკვები, ისე - თბილი ტანსაცმელი.

კარვები მიუსაფართა დასახმარებლად, მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, დაიდგა ქუთაისსა და ბათუმშიც. ქუთაისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი კარავი გაიშალა. დღეს იქ 3 ადამიანია. მათ გათბობასა და ცხელი საკვებით უზრუნველყოფას სახელმწიფო ახორციელებს. ერთი კარავი გაიშალა ბათუმში, სადაც 100-მდე ადამიანი თბება და ცხელ საკვებს იღებს.

მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათშორისი კომისია, ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 10 დეკემბერს შეიქმნა. კომისიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია ხელმძღვანელობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42