როცა თითს ოპოზიციისკენ იშვერთ, გაიხსენეთ, როგორ გაგიჭირდათ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა - ხათუნა სამნიძე ოცნებას პასუხობს
პოლიტიკა - 15:05, 08 Jun, 2021     1021

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრების მიმართა და შეახსენა დოკუმენტში მითითებული ვალდებულებები შეასრულონ, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციისკენ გაიშვირონ ხელი და ზღვარგადასული განცხადებები აკეთონ:

„როცა თითს ოპოზიციისკენ იშვერთ, გაიხსენეთ, როგორ გაგიჭირდათ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა - პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლის შემდეგ არაადეკვატური, ზღვარგადასული, ემოციური განცხადებების კეთების ნაცვლად, დაფიქრდით, რა წერია დოკუმენტში და რა ვალდებულებები გვაქვს აღებული. როგორც ჩანს, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლასთან დაკავშირებით ტექსტები წინასწარ მოამზადეთ. ცინიზმს ჩვენ გვაბრალებთ, მაგრამ ყველა განცხადებაში ცდილობთ ცინიკურად გამოეხმაუროთ იმას, რასაც ამდენი თვეა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ. პირველ რიგში, მათი დაუღალავი შრომის შედეგია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი არსებობს და არის ვითარება, როცა პარლამენტმა სრულფასოვანი მუშაობა უნდა დაიწყოს. ძალიან ცუდია, როცა ამ განცხადებებს წინასწარ ამზადებდით და არც ერთი თქვენგანისგან არ მომისმენია მზაობა, მოწოდება და აუცილებლობა იმის თაობაზე, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად ერთად ვიმუშაოთ იმ პრობლემებსა და რეფორმებზე, რაზეც ვალდებულება აიღეთ და იძულებული გახდით, რომ ხელი მოგეწერათ“, - მიმართა სამნიძემ ოცნების წევრებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42