"დაიწყება ერთწლიანი პერიოდი, რომელიც პირად ცხოვრებასა და ფინანსებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს" - რომელი ზოდიაქოს ნიშნები ელიან სიახლეს 27 ივნისამდე?!
ეს საინტერესოა - 14:56, 08 Jun, 2021     10996
ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში ვენერას გა­დას­ვლას ეხმაურება:

"ვენერას - კირჩხიბის გადასვლის შესახებ/რამაზ გიგაური/2 ივნისს, თბილისის დროით 17:19 საათზე პლანეტა ვენერა ტყუპების ზოდიაქოდან - კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ 27 ივნისამდე დარჩება.

ასტროლოგიაში - პლანეტა ვენერა სიყვარულის, სილამაზის პლანეტად ითვლება. ამიტომ მისი კირჩხიბში გადასვლა გაააქტიურებს სასიყვარულო სფეროს. ამ პერიოდში პირადი ცხოვრება უფრო რომანტიკული და მდგრადი გახდება, რადგან ვენერა _ ეს არის მგრძნობიარობა, ხოლო კირჩხიბი - მზრუნველობის ნიშანია. ამიტომ ვენერას ეს ინგრესია წინ წამოწევს ერთმანეთზე ზრუნვის მოთხოვნილებას.

რა თქმა უნდა, ამ პერიოდში გაძლიერდება პირად ცხოვრებაში ახალი იმპულსების შექმნის ან გაძლიერების ალბათობა. ეს შეიძლება იყოს ძველი ურთიერთობის აღდგენა (რაიმე კუთხით) ან ახალი პარტნიორის გამოჩენა. მოიმატებს პირადი ცხოვრების, სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების და ქორწინების ალბათობა. გარდა ამისა, ვენერა - მართავს ფინანსებსაც, ხოლო კირჩხიბი მისი მზრუნველი ხასიათიდან გამომდინარე, უკავშირდება ოჯახურ გარემოებებს. ამიტომ ასევე შესაძლებელი გახდება საცხოვრებელი სივრცის კომფორტულად მოწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ცხადია, ასევე მოიმატებს ფინანსების უძრავ ქონებაში ინვესტირების ალბათობაც. ნეგატიური კუთხით, მოსალოდნელია გააქტიურდეს პარტნიორზე მეტისმეტად მიჯაჭვა და პრეტენზიულობა.

* ცხადია ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა სწორედ კირჩხიბის ზოდიაქოში აქვთ. მათთვის იქნება ვენერას ე. წ. „დაბრუნება“, ამიტომ შეჯამდება დაახლოებით ბოლო 10 თვის პერიოდში სასიყვარულო სფეროსთან, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები.

* ეს პერიოდი სასიკეთო იქნება კირჩხიბისთვის (პიკი: როდესაც ტრანზიტული ვენერა - მათ ინდივიდუალურ, ნატალურ მზეს შეუერთდება). მათ ცხოვრებაში დაიწყება დაახლოებით ერთწლიანი პერიოდი, რომელიც პირად ცხოვრებაზე და ფინანსურ სფეროზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.

* ეს პერიოდი ასევე სასიკეთო იქნება წყლის დანარჩენი ნიშნებისთვის - მორიელისთვის და თევზებისთვის. პირველის შემთხვევაში მოსალოდნელია წინ წამოვიდეს სასიყვარულო სფეროსთან და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები, მეორეს შემთხვევაში კი ეს უფრო განათლებასთან ან უცხოეთთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურებაზე მიუთითებს (განსაკუთრებით თუ უცხოეთისა და სიყვარულის გადაჯაჭვის ალბათობა არსებობს).

* პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების პერიოდი იქნება კუროსთვის და ქალწულისთვის. თუმცა მათგან განსხვავებით თხის რქისთვის შესაძლოა გარკვეული გადაფასების პერიოდი იყოს. მოსალოდნელია, რომ პირად ცხოვრებაში მისი ან მისი პარტნიორის მხრიდან მოიმატოს შეცდომების დაშვების ალბათობამ.

* ნეიტრალური იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის - ტყუპისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის.

* ყველაზე მეტი ყურადღების გამოჩენა ცეცხლის სტიქიის ნიშნებს - ვერძს, ლომსა და მშვილდოსანს მართებთ. რადგან ვენერა წყლის სტიქიის ნიშანში ინგრესია ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შინაგან დინამიკას დაუკარგავს და პრეტენზიულობას გაზრდის. ამიტომ სასიყვარულო პარტნიორის მიმართ მეტი მოთმინების გამოჩენა იქნება საჭირო.ყველას ბედნიერ პირად ცხოვრებას და მყარ ფინანსურ მდგომარეობას გისურვებთ!"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42