სალომე სამადაშვილი: ჩვენი ფრაქცია ხელს მოაწერს იმ დეკლარაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნა ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მხარდასაჭერად
პოლიტიკა - 14:30, 08 Jun, 2021     899

„ჩვენი ფრაქცია ხელს მოაწერს იმ დეკლარაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნა ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მხარდასაჭერად. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია დეკლარირება, რომ ჩვენ, პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა, მხარს ვუჭერთ ნატოში გაწევრიანების ამოცანას და სწორედ ამიტომ, ჩვენ ხელს მოვაწერთ ამ განცხადებას და მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტია, მხარი დაუჭიროს ამ განცხადებას", - ამის შესახებ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ გასულ დღეებში საქართველოში ჩამოვიდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და ეს არის ძალიან ნათელი დემონსტრირება ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის ნატოს სამიტის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს სამიტზე ჩვენ სამწუხაროდ არ ვიქნებით წარმოდგენილი და მე ვერ გავიზიარებ იმ შეხედულებას, რომ აქ ჩვენ არ შეიძლება პრეტენზიები გვქონდეს ხელისუფლებასთან, იმასთან დაკავშირებით, რატომ ვერ მოვხვდით ნატოს სამიტზე წელს.

მიუხედავად ამისა, ჩვენი ფრაქცია დღეს ხელს მოაწერს იმ დეკლარაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნა ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მხარდასაჭერად და ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ რამე ილუზია გვაქვს, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ან გვქონდა ან მომავალში გვექნება რამე პროგრესი ამ მიმართულებით. ნატოში ჩვენი ქვეყანა გაწევრიანდება აუცილებლად, მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება ამ ქვეყანში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. მაგრამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც დეკლარირება იმის, რომ ჩვენ, პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა, ზოგიერთი მათგანი დეკლარირებულად, მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანების ამოცანას და სწორედ ამიტომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ამ განცხადებას და მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტია, მხარი დაუჭიროს ამ განცხადებას",-განაცხადასალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42