დღეს, ენმ-ს საპარლამენტო საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით პარლამენტის შესასვლელთან ახალგაზრდები აქციას მართავენ. ისინი აპირებენ, საკანონმდებლო ორგანოში მისული ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები სირცხვილის დერეფანში გაატარონ.
აქციის მონაწილეთა უმეტესობა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მმართველ პარტიასთან კავშირს უარყოფენ, ისინი სოციალურ ქსელებში შექმნილი ანგარიშებით იშიფრებიან.
ადგილზე იმყოფება ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრი გიორგი შუკვანი, რომელიც აქციის ორგანიზატორია, ასევე თორნიკე კაპანაძე, რომელიც სხვადასხვა დროს მერიის აიპებ-ში მუშაობდა და ამჟამად პეინბოლის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ძირითადად ის ფრაზები, რომლებსაც ოპოზიციონერი დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში ყოფნისას აჟღერებდნენ.
ნაციონალური მოძრაობის წევრები პარლამენტში ამ დრომდე არ მისულან.
მასალის გამოყენების პირობები






