ანდრია ბასილაია: ერთ-ერთი მიღწევაა, რომ დედაქალაქში საპარკე კულტურა დაბრუნდა
პოლიტიკა - 12:26, 08 Jun, 2021     808

ერთ-ერთი მიღწევაა ის, რომ დედაქალაქში საპარკე კულტურა დაბრუნდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით გახორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გარდა არსებული პარკების რეაბილიტაციისა, ახალი საპარკე არეალები იქმნება.

„ნებისმიერ მწვანე სივრცეში დღის განმავლობაში სხვადასხვა თაობის უამრავ ადამიანს შეხვდებით. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მიღწევა. ჩვენ ახალ საპარკე არეალებს ვქმნით, რისთვისაც, ისევე, როგორც ევროპის დედაქალაქებში, თანამედროვე ზონირების პრინციპები გამოიყენება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მისი თქმით, პარკების დაგეგმვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია მოსახლეობის ჩართულობა.

„ევროსაბჭოს დახმარებით შევიმუშავეთ პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჩართულობას დიდი პარკების დაგეგმვის პროცესში. მაგალითად, კიკვიძის პარკში მერს ახალგაზრდებმა სკეიტ ზონის მოწყობა სთხოვეს, რომლის სამუშაოებიც ამჟამად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

პრეზენტაციისას თბილისის მერის მოადგილემ ისაუბრა როგორც რეაბილიტირებულ პარკებზე - ვასო გოძიაშვილის პარკი, მოსკოვის გამზირზე, ორკილომეტრიანი შუა ზოლი, ადამიანი და მზე, „დედაენის“ და „9 მარტის“ პარკები, მზიურის პარკი, ასევე მიმდინარე პროექტებზეც - ცენტრალური პარკი - ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, მთაწმინდის ფერდის აღდგენა, ვარკეთილის ხევის, რიგის პარკის, თემქის ხევის და ვაკის პარკის რეაბილიტაცია.

„ვაკის პარკი ჩვენი ქალაქის ძეგლია. რამდენიმე თვეში დასრულდება სამუშაოები და მივიღებთ განახლებულ ვაკის პარკს და რაც მთავარია მისი პირველადი სახე სრულად შენარჩუნდება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

დასასრულს, თბილისის მერის მოადგილემ სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა.

„ეს არ არის მხოლოდ იდეის დონეზე არსებული პროექტები, თითოეულ მათგანზე დიდი ხანია ვმუშაობთ, მათ შორისაა: დიღმის ჭალების პარკი, ვერის პარკის და თბილისის დენდროლოგიური პარკი“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42