ანდრია ბასილაია: 2018-2021 წლებში დედაქალაქში 215 000 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო
პოლიტიკა - 12:17, 08 Jun, 2021     859

ბოლო სამი წლის განმავლობაში, თბილისში 200 000-ზე მეტი ძირი მწვანე ნარგავი დაირგო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის ანგარიშზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, 2018-21 წლებში გამწვანების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის, ფიტოსანიტარიული კვლევა და წამლობა.

„ხედავთ იმ შედეგებს, რაც სამი წლის განმავლობაში იქნა მიღწეული: დაირგო 215 000 ძირი მწვანე ნარგავი (ხე - 73 000, ბუჩქი და ბალახოვანი მცენარე - 142 000); ფიტოსანიტარიული კვლევა და წამლობა ჩაუტარდა 500 000 მწვანე ნარგავს; 500 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაირგო და დაითესა ბალახი; ნიადაგის მულჩირება 40 000 კვ.მ-ზე განხორციელდა; სანიტარიული ჭრა ჩაუტარდა 70 000 დაავადებულ ფიჭვის ხეს; მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 შადრევანს; 20 ჰექტარზე ტყის მოწყობა მოხდა - დაირგო 28 000 მწვანე ნარგავი; მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 000 სკვერს, 15 პარკსა და 60 გზაგამყოფ კუნძულს; გამწვანების პროექტით დაირგო 17 000 ძირი ხე. ეს უკანასკნელი არის ის დამატებითი ვალდებულება, რომელიც კერძო სექტორმა აიღო მშენებლობასთან მიმართებაში.

გამოვყოფდი ბალახის მულჩირებას, რადგან ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური ღონისძიება. ზედაპირის დაფარვა ბალახით ან მულჩით ხელს უწყობს მტვრის შემცირებას ჰაერში. ასევე, დაიწყო ფიტოსანიტარიული ჭრები და წამლობა, რაც ასევე იმის გარანტიაა, რომ ჩვენ სამომავლოდ არ მივიღებთ პრობლემურ არეალებს და ხე-ნარგავები იქნება მოვლილი“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ დედაქალაქში საპარკე კულტურა დაბრუნდა და ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42