"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს პარლამენტში მივლენ. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა ამ დროისთვის ცნობილი არაა რომელ საათზე მივლენ ბლოკის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს განიხილავს მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, რათა პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე ძლიერად წარსდგეს.
"განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა მათ შორის გეგმა და სტრატეგია პირველ განცხადებას მნიშვნელოვანი კანონპროექტის ირგვლივ გააკეთებს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.
ჩვენ ვაპირებთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და მივიტანოთ ყველა ჩვენი მოქალაქის ხმა.
ჩვენ ამ პარლამენტს განვიხილავთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე წარვსდგეთ ძლიერად.
ძალინ დიდი იმედი მაქვს რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებლად დაამარცხებს ოპოზიცია ქართულ ოცნებას.
მე ამ პარლამენტს ვუყურებ, როგორც გარდამავალ პარლამენტს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე", - განაცხადა დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






