აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ჟურნალისტებმა უნდა შეასრულონ საკუთარი საქმიანობა მიუკერძოებლად და დასვან შეკითხვები, მთავრობის მოვალეობაა, პასუხი გასცენ ამ კითხვებს".
"დღევანდელი ჩემი შეხვედრები დაიწყო მედიაწარმომადგენლებთან, ასევე ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ამ სფეროში. რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ ყოველთვის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე და თავისუფალი მედია გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. ჟურნალისტებმა უნდა შეასრულონ საკუთარი საქმიანობა მიუკერძოებლად და დასვან შეკითხვები, ხოლო მთავრობის მოვალეობაა, პასუხი გასცენ ამ კითხვებს. მოგეხსენებათ, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებებს ანიჭებს ძალიან დიდ მნიშვნელობას და არის მათთვის პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკისა. რა თქმა უნდა, ამაში მოიაზრება თავისუფალი პრესა, მოსაზრება, გამოთქმა თავისუფლად, რადგანაც მედია გახლავთ დემოკრატიის ქვაკუთხედი. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებას. ასევე მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება" - ამბობს რიკერი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოში 7 ივნისს ჩამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები






