შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან თსუ-ში
განათლება - 17:39, 07 Jun, 2021     763

ახალი ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის (სდსუ) წარმომადგენლებმა თსუ-ში შეხვედრაზე. შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ღვედაშვილი, სდსუ-ის დეკანები ევგენი ოველსკი, ჯეფ რობერტსი და სდსუ დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-სა და სან დიეგოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამების - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების წარმატებულ ფუნქციონირებაზე გაამახვილა ყურადღება. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული უმაღლესი განათლების პროექტი ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სექტორებში. საქართველოში სან დიეგოს პროგრამების კურსდამთავრებულთა ბოლო გამოშვება 2023 წელს იქნება. შესაბამისად, განვიხილავთ თანამშრომლობის გაგრძელებას.“ მისი თქმით, თსუ პირველი უნივერსიტეტია კავკასიაში, რომლის ორმა პროგრამამ - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები - ABET ამერიკული აკრედიტაცია მიიღო. გრძელდება მუშაობა ქიმიის მიმართულებით საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად.

„დღეს გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. განვიხილეთ სდსუ-სა და თსუ-ის პარტნიორობა რამდენიმე პროგრამის ფარგლებში. დაიგეგმა, როგორ უნდა გაგრძელდეს შემდომი თანამშრომლობა ქიმიისა და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებებზე. იქნება ასევე ახალი პროგრამებიც, მათ შორის, კიბერ უსაფრთხოება,“-აღნიშნა ადელა დე ლა ტორემ.

2014 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აშშ-ში აკრედიტებულ პროგრამებს ახორციელებს და თავის დიპლომს გასცემს. პარალელურად, SDSU ეხმარება საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტს საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებაში, რათა ამ უნივერსიტეტებმა შეძლონ იგივე პროგრამების უკვე თავად განხორციელება. პროექტის ორივე კომპონენტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42