ხმაური და დაპირისპირება იყო რაგბის კავშირში, სადაც ვეტერან მორაგბეებს, დიდი ათის მონაწილე კლუბებისა და რეგიონალური ფედერაციების წარმომადგენლებს კავშირის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ალავიძემ განმარტა, რომ მორაგბეები შენობაში კოვიდპანდემიის გამო არ შეუშვეს. მორაგბეების მხრიდან კრიზისსა შეკვეცაზე საუბარს კი ალავიძე ასე განმარტავს:
"ამ კითხვაზე, ძალიან გთხოვთ გადახედოთ გამგეობის ოქმებს. დიდი 10-ის შეკვეცაზე საუბარი არ არის, რეფორმაზეა საუბარი. მსჯელობაა ეს საუბარია, გამგეობის ოქმში წერია ყველაფერი, რაც თქვენთვის საინტერესოა,"-განაცხადა ალავიძემ.
თავად მორაგბეები კი მიიჩნევენ, რომ იმ კლუბებს, რომლებმაც რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებში მხარი ირაკლი აბუსერიძეს დაუჭირეს, მალე ჩაანაცვლებენ.
მასალის გამოყენების პირობები






