მარჯანიშვილის მოედანზე მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები არიან შეკრებილები, რომლებიცა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას ტყუილში ადანაშაულებენ და ომბუდსმენის აპარატის გაუქმებას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდა პოლიტიკური მოძრაობა "ერის" დამფუძნებელი, პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა სხალთელ ეპისკოპოსს და ლომჯარიას გადადგომა ითხოვა:
"ლიბერალური ფაშიზმი დამთავრდება საქართველოში, მოვითხოვთ გადადგეს ნინო ლომჯარია. ის სახალხო დამცველი, რომელიც დაინიშნება მის ადგილზე ასახავდეს პატივისცემას, თავდახრას და თავყვანისცემას ჩვენი ქვეყნის ტრადიციების მიმართ.
წარმოიდგინეთ ისეთი ადამიანი, როგორიც არის მეუფე სპირიდონი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრებაა ემსახურება დედა ეკლესიას, აკეთებს ყველაფერს, რომ ბავშვებს ღირსეული აღზრდის საშუალება მისცეს. როგორ გგონიათ იქ თუ რამე დარღვევას აქვს ადგილი, მეუფე სპირიდონზე მეტად ვინმეს აინტერესებს ამ დარღვევის გამოსწორება და ამისი აღკვეთა. აღმაშფოთებული წილწავარდნილი ფაშიზმი ბრალდებებისა, ნიაღვარი ტალახისა, რომელიც იღვრება მეუფე სპირიდონის და დედა ეკლესიის მიმართ, როდემდე უნდა ვითმინოთ?" - განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან ვასაძემ.
აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედნიდან ომბუდსმენის ოფისისკენ აპირებენ მსვლელობას.
მასალის გამოყენების პირობები






