ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები კი ყველა გაყვანილ არასრულწლოვანთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას
"თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი - ნინოწმინდის პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის საკითხზე თანმიმდევრულად ხორციელდება. მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი მოზარდების ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში განთავსებაზეც.
ამასთანავე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ არასრულწლოვანთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას", - წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






