"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ისევ შიდა ინტრიგებითაა დაკავებული. ბეჟაშვილის თქმით, გახარია ოცნების ხმების მნიშვნელოვან ნაწილს იღებს, რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ არჩევნებში მმართველ გუნდი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს, ამიტომ ახლა ივანიშვილი გამოაგორა:
"ქართული ოცნება კვლავ შიდა ინტრიგებითაა დაკავებული. აშკარაა, რომ გახარია აზის ქართული ოცნების ელექტორალურ ხმებს და მნიშვნელოვან ნაწილს იღებს, რაც ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნებისთვის 43%-ის მიღწევას, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი გამოაგორეს ახლა და აკეთებინებენ იმ განცხადებას, რომელიც ქართული ოცნების ელექტორატის მობილიზებას შეეცდება.
თუმცა პროცესები იმდენად ღრმად არის ჩიხში შესული, დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში ეს განცხადებაც ვერ უშველის, ქართული ოცნება ამ არჩევნებს აგებს, 43%-ს ვერ მიაღწევს, რაც ვადამდელი არჩევნების წინა პირობა იქნება", - აცხადებს ბეჟაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






