გახარიას თანამოაზრეების აგვარმა ქმედებამ ივანიშვილი იქამდე მიიყვანა, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი განცხადებას ავრცელებს, ჩემი სახელის გამოყენება დაუშვებელიაო - წულუკიანი
პოლიტიკა - 13:19, 07 Jun, 2021     1246

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გახარიას ახალმა გუნდმა პოლიტიკიდან წასული ოლიგარქი იქამდე მიიყვანა, რომ იძულებული გახდა, განცხადება გაეკეთებინა და ექსპრემიერთან მისი სახელის დაკავშირება დაუშვებლად ეცნო. წულუკიანის შეფასებით, ლიდერმა, რომელიც რთულ დროს მათთან უნდა ყოფილიყო, ისინი მიატოვა:

"საქმე წავიდა ისე, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, არაერთი მათგანის ქმედებების შესახებ არსებობს ინფორმაცია, ეს ბევრმა თქვენგანმაც ალბათ იცის, რომ ისინი თავად ავრცელებდნენ ხმას სხვადასხვა პარტიულ აქტივში, სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით ზოგიერთ მათგანში, რომ ისინი იყვნენ მხარდაჭერილი ქართული ოცნების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო სიცრუე მაგრამ როგორც ჩანს ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი. მართლაც, მისი სახელის გამოყენება ჩვენთვისაც არის დაუშვებელი.

მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო და ჩვენ გაგვყარა ასე და მიგვატოვა, მაშინ როდესაც კანონი იყო დასაცავი. შესაბამისად, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, გუნდის ლიდერი, როდესაც არის რთული მომენტები გუნდისთვის, ან რთული გადაწყვეტილება მისაღები, რაც არ უნდა ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო ერთადერთი და სწორი... ის უნდა იყოს გუნდის გვერდით, სწორედ ამას ჰქვია ლიდერი", - განაცხადა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42