"სწრა­ფად და­ი­წყო სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ჩათ­რე­ვა...ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მაქვს ახლა სახე, თმა არ ამომ­დის..." - თინა ხიდაშელი კორონავირუსის შემდგომ გართულებებს ებრძვის
COVID-19 - 13:17, 07 Jun, 2021     5677

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "პოსტ ფაქ­ტუმ­ში” საუბრობს.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, კორონავირუსის გართულებების შედეგად, ყველა ორგანო დაუზიანდა.

ყველაზე მეტად კი დაუზიანდა ფილტვები, ღვიძლი, აქვს პრობლემები თირკმელთან და სახსრებთან დაკავშირებით, განუვითარდა დიაბეტი და კუშინგის სინდრომი, რომელსაც ამ დრომდე ებრძვის.

ამასთან პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ უკვე 4 თვეა თმა არ ამოსდის.

“ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო არ ვიცი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კვლე­ვის შე­დე­გად გვი­თხრეს, რომ მე ვარ პირ­ვე­ლი წყა­რო ამ ოჯახ­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემ­გან ვირუ­სი, რო­გორც ჩანს, სიყ­ვა­რუ­ლით წა­ვი­და და მათ­თან (ოჯა­ხის წევ­რებ­თან) მი­მარ­თე­ბა­ში ისე­თი ძლი­ე­რი არ აღ­მოჩ­ნდა და ყვე­ლა­ნი მარ­ტი­ვად გა­მო­ვიდ­ნენ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. მე­ო­თხე დი­ლას უკვე ად­გო­მაც კი გა­მი­ჭირ­და. ჩემ­მა უფ­როს­მა შვილ­მა და და­თომ ხელი მომ­კი­დეს და ძა­ლით წა­მიყ­ვა­ნეს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და დამ­სვეს სკამ­ზე. ამის მერე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვი.

აგო­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი ამ მა­ღა­ლი სი­ცხის­გან. რა თქმა უნდა, ფილ­ტვე­ბი იყო მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, თუმ­ცა ძა­ლი­ან სწრა­ფად და­ი­წყო სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ჩათ­რე­ვაც, რა­მაც და­ამ­ძი­მა შემ­დეგ ბუ­ნებ­რი­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად მკურ­ნა­ლო­ბა სა­ჭი­რო გახ­და ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე. მა­გა­ლი­თად, ღვიძ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე იყო, თირკმე­ლი ამ წუ­თას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას მიქ­მნის,

ეს რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბა და­მე­მარ­თა სა­ხე­ზე და აი, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მაქვს ახლა სახე, გა­სი­ე­ბუ­ლი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად. ერ­თია სა­ხის გა­სი­ე­ბა, კარ­გი, არა­უ­შავს, ჩა­ცხრე­ბა, მაგ­რამ დე­ფორ­მა­ცია გა­მო­იწ­ვია ასე­ვე სა­ხის და არ ვიცი რო­დე­საც ეს ჩა­ცხრე­ბა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დარ­ჩე­ბა.

თმა არ ამომ­დის ოთხი თვეა, ეს ვიცი იმი­ტომ, რომ ოთხი თვის წინ შე­ვი­ღე­ბე თმა და არ მაქვს არც ერთი სან­ტი­მეტ­რი და მი­ლი­მეტ­რი თეთ­რი თმა.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, სახ­სრე­ბი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოთხი თვე ცხოვ­რობთ კან­კა­ლით, სულ გა­კან­კა­ლებთ, ში­ნა­გა­ნი კან­კა­ლით და ასე­ვე ფი­ზი­კუ­რა­დაც. ჩე­მით ვერ დავ­დი­ვარ, იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც ორი ადა­მი­ა­ნი მჭირ­დე­ბო­და რომ გა­მევ­ლო, ახლა სი­ა­რულს ვა­ხერ­ხებ, ოღონდ სი­ა­რუ­ლამ­დე უნდა მი­ვი­დე, ანუ ვერ ვდგე­ბი ჩე­მით, მერე ვერ ვჯდე­ბი”, – აღნიშნა თინა ხი­და­შე­ლმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42