"მადლობა ზრუნვისთვის“ - "კუმ დეო - ექიმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმსა და ლატალში საქველმოქმედო აქცია გამართა (ვიდეო)
ჯანმრთელობა - 13:33, 07 Jun, 2021     1995

ა(ა)იპ „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ 4-5 ივნისს, მესტიის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - წვირმსა და ლატალში მორიგ საქველმომქმედო აქცია გამართა - მოსახლეობას უფასო სამედიცინო სერვისი მიაწოდა და ამასთან, მედიკამენტებსაც გადასცა.

პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, (ა)იპ „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ თავმჯდომარის, კარდიოლოგ სოლომონ ზეიკიძის თქმით, სამედიცინო მომსახურეობა ოროვე სოფელში, საერთო ჯამში, 50-ზე მეტ ადამიანს გაეწია.

„მსოფლიოსა და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებსა და რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, იმ დილემის წინაშე დადგნენ, რომ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას ვეღარ იღებენ. ამიტომ, ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონში ჩავიდეთ და ადამიანებს შეძლებისდაგავრად დავეხმაროთ,“ - ამბობს ა(ა)იპი „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე სოლომონ ზეიკიძე.

მისივე თქმით, ორგანიზაცია მოსახლეობა უფასო მედიკამენტებს ფარმაცევტული კომპანია „GM ფარმა“ თანადგომით გადასცემს.

ამსთან, (ა)იპ „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი გოროზია ამბობს, რომ ორგანიზაციას თანადგომას „საქართველოს ლატარიის კომპანია“, „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი“ და კომპანია „ზედაზენი“ მუდმივად უცხადებენ.

„ჩვენი ყველა აქცია საქველმოქმედოა და რომ არა ზემოხსენებული კომპანიები, მხოლოდ საკუთარი რესურსით ადამიანების დახმარება გაგვიჭირდებოდა,“ - აცხადებს გოროზია.

შეგახსენებთ: ორგანიზაციამ - „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ უკვე მეხუთე საქველმოქმედო აქცია გამართა. მესტიის მუნიციპალიტეტამდე უფასო სამედიცინო მომსახურეობა ორგანიზაციამ ილტოს ხეობის, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის სოფელ კოთელიასა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობას გაუწია.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად, საქველმოქმედო აქცია „საქართევლოს ეროვნული ლატარიის“, „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“, „ზედაზენის“, „ჯი-ემ ფარმას“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით ჩატარდა.

აქციაში რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე („კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოევრივი ჯანმრთელობისათვის“ თავმჯდომარე); თერაპევტი ქეთევან გოროზია („კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი), ენდოკრინოლოგი ნათია დალაქიშვილი, ნევროლოგი ეკა მამუკელაშვილი.

ამასთან, აქციაში, მოხალისეებად ჩართულები იყვნენ ბექა გოგიაშვილი, გიორგი გოგლიძე და თემო ჯინჭარაძე.

როგორც პროფესორი სოლომონ ზეიკიძე ამბობს, საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება. ზეიკიძის თქმითვე, (ა)იპ „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ აპირებს, რომ უფასო სამედიცონო სერვისი თურქეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსაც მიაწოდოს.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42