სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები ამ დრომდე აშშ-ის საელჩოსთან რჩებიან. ისინი შიმშილობას აგრძელებენ, რის გამოც რამდენიმე მათგანის მდგომარეობა დამძიმდა.
შუქრუთელები ამ დრომდე ითხოვენ, რომ საელჩომ გამოიჩინოს ყურადღება და მედიაცია გაუწიოს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზთან", რომლის საქმიანობამაც მათი საცხოვრებელი სახლები დააზიანა და მიწები დამეწყრა, პროტესტის მიუხედავად კი საქმიანობას არ წყვეტს და არც მიყენებულ ზარალს უნაზღაურებს მოსახლეობას:
"ჩვენ აქედან არსად წასვლას ვაპირებთ. ან რეალურად გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები არსებითი პრობლემების მოსაგვარებლად ან ყველა თავისი თვალით იხილავს, რომ აქედან რამდენიმე მიცვალებულის გატანა მოუწევთ.
ჩვენზე, ჩვენ ჯანმრთელობასა და ჩვენ სიცოცხლეზე სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობას.
ჩვენი გაგზავნილი წერილის შემდეგ იყო კომუნიკაცია, გამოვიდა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ქალბატონი კელი დეგნანის პრემსდივანი, გაგვესაუბრა და იმედი გვაქვს, რომ რაღაც შედეგები მოყვება", - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
მასალის გამოყენების პირობები






