ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ განცხადებაში ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას ერთმანეთთან ადარებს და წერს, რომ მმართველმა გუნდმა მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პიროვნების კულტის მანკიერი ტრადიცია დაასრულა, ნაციონალური მოძრაობა კი კრიმინალური წარსულის მქონე ერთპიროვნულ ლიდერზეა დამოკიდებული:
„ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება. ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რაც სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა“, - წერია ივანიშვილის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






