ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას ღალატზე ოცნების წარმომადგენლებიც უფრო ხმამაღლა ალაპარაკდნენ.
სოზარ სუბარის თქმით, გახარიამ არა მარტო გუნდს, არამედ სახელმწიფოს უღალატა, როდესაც ის კანონის აღსრულების წინააღდეგ წავიდა. სუბარის თქმით, ექსპრემიერი მისი ახალი აპრტიის ივანიშვილის პროექტად წარმოჩნების შესახებ ავრცელებდა ჭორს, რის გამოც პოლიტიიდან წასულმა ოლიგარქმა საჭიროდ ჩათვალა, განცხადება გაევრცელებინა:
"ის რაც გააკეთა გახარიამ მნიშვნელოვან მომენტში უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს, ეს იყო ზურგში დანის ჩარტყმა, როდესაც კანონი უნდა აღსრულდეს და ის წინააღმდეგია კანონის აღსრულების და მიდის თანამდებობიდან ამ კაცის მიზანი იყო ჩამოეშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რომ დადიოდნენ და ავრცელებდნენ ჭორებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა, რაც იყო ტყუილი. ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა შეფასება მიეცა სიცრუისთვის და ღალატისთვის რაც ჩაიდინეს მისმა გუნდის წევრებმა", - აცხადებს სოზარ სუბარი.
მასალის გამოყენების პირობები






