ალდაგი კომპანიებს ქონების დაზღვევას სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:07, 07 Jun, 2021     1485

ალდაგი ბიზნესკომპანიებს ქონების დაზღვევის ინდივიდუალურ და მათ საჭიროებებზე მორგებულ პაკეტებს სთავაზობს. კომპანიებს, რომლებიც ფლობენ სხვადასხვა ტიპის ქონებას, დასაწყობებულ მარაგებს, მანქანა-დანადგარებს, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს, ალდაგი სთავაზობს დაზღვევას, რომელიც მათ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს, იმ შემთხვევაში მათ ქონებას რისკი დაუდგა.

ალდაგის ქონების დაზღვევით სარგებლობა შეუძლიათ სხვადასხვა ინდუსტრიებში მოქმედ კომპანიებს, სასტუმროებს, მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ოფისებს, კლინიკებს, ავტოგასამართ სადგურებს, ქარხნებს, საწარმოებს, საამქროებს და სხვა.

ალდაგი კორპორატიულ დაზღვევაში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. ალდაგის პორტფელში წარმოდგენილია თითქმის ყველა ინდუსტრია. კომპანიებს ალდაგი სთავაზობს რისკების დაზღვევის ისეთ უნივერსალურ პაკეტებს, რომლითაც კომპანიებს შეუძლიათ, სრულად დააზღვიონ მათთვის რელევანტური რისკები და იფიქრონ მხოლოდ ზრდასა და საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. 2020 წელს ალდაგის კორპორატიული დაზღვევის ბიზნესი დასახელდა საუკეთესოდ საქართველოში საერთაშორისო ჟურნალის Global Banking & Finance Review Magazine-ის მიერ.

ალდაგის ქონების დაზღვევის ფარგლებში, კომპანიებს შეუძლიათ დააზღვიონ: შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, საწარმო-ტექნოლოგიური ხაზები, სამეურნეო ინვენტარი, საკომუნიკაციო მოწყობილობები, მაღალი ძაბვის სისტემები და მსგავსი საწარმო-ტექნიკური დანიშნულების მექანიზმები და მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, მარაგები, ინტერიერის საგნები, მოპირკეთება - ფანჯრის მინები, სარკეები, ვიტრინები და სხვა.

“ქონების დაზღვევა კომპანიებისთვის რისკის დაზღვევის ქმედითი ინსტრუმენტია. თანამედროვე სამყაროში ბიზნესის ოპერირება რისკების დაზღვევის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენი კომპეტენცია, საერთაშორისო პარტნიორები და 30 წლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი დაზღვევა, რომელიც სრულად იქნება მორგებული მათ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე.” - განაცხადა ალდაგის კორპორატიული დაზღვევის დირექტორმა, დავით ეჯიბიამ.

ქონების დაზღვევის ფარგლებში, ბიზნესკომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვა და სხვა ტიპის, მათ მოთხოვნებზე მორგებული, რიგ შემთხვევებში, ბაზარზე ექსკლუზიურად ალდაგის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო პრიდუქტებით, რომლებიც დაიცავენ მათ ფართო სპექტრის რისკებისგან.

დამატებითი ინფორმაცია ქონების დაზღვევის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42