პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 7 ივნისის სხდომაზე ორი ოპოზიციური ფრაქციისა და ერთი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს განიხილავს.
7 ივნისს, კომიტეტი ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" რეგისტრაციაზე იმსჯელებს. ფრაქცია 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე.
ასევე, 7 ივნისის სხდომაზე განიხილება 7-წევრიანი ფრაქციის "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" რეგისტრაციის საკითხი. აღნიშნულ ფრაქციაში ერთიანდებიან "სტრატეგია აღმაშენებელის" სამი დეპუტატი, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






