ბელგიის წამყვან ვირუსოლოგს პროფესორ მარკ ვან რანსტს ულტრამემარჯვენე ანტივაქსერი, ყოფილი ჯარისკაცი, იურგენ კონინგი მოკვლით ემუქრება. მოსალოდნელი საფრთხის გამო პროფესორი ოჯახთან ერთად უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.მათ უსაფრთხოებაზე სპეციალური სამსახურები ზრუნავენ.
ყოფილ სამხედროს ინფექციონისტებისა და ვირუსოლოგების წინააღმდეგ ვენდეტა აქვს გამოცხადებული. სარაკეტო დანადგარითა და ტყვიამფრქვევით შეიარაღებული ტერორისტი გაქცეულია და პოლიცია მის პოვნას ვერ ახერხებს.
ბელგიის ხელისუფლებას სნაიპერი ტერორისტთა სიაში ჰყავს შეყვანილი, სამართალდამცავთა თქმით, შესაძლოა, კონინგი სხვა ქვეყანასაც აფარებდეს თავს. სამწუხაროდ, ტერორისტს ქვეყანაში მხარდამჭერებიც მოეპოვება.
მუქარის მიუხედავად, პროფესორი მარკ ვან რანსტი კორონავირუსის საკითხებზე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები






