არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" [ISFED] ნინოწმინდის პანსიონში წამებისა და არასათანადო მოყპრობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფოს ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ.
ორგანიზაცია მიესალმება, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ორგანიზაცია ასევე ეხმაურება საპატრიარქოს პოზიციას სასმართლო გადაწყვეტილებაზე და აცხადებენ, რომ "ამ ფონზე, განსაკუთრებით, სამწუხაროა, საპატრიარქოს მიერ განჩინების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება".
"ამ დრომდე, სახელმწიფოსგან არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად და გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების აღსასრულებლად. "სამართლიან არჩევნებს" მიუღებლად მიაჩნია ბავშვთა ყოფნა იზოლაციაში და სახალხო დამცველის წარმომადგენელთა დაუშვებლობა მათთან. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე მსგავსი მასშტაბის ინსტიტუციის არსებობა, რაც მოძველებულ, ბავშვთა უფლებების დამრღვევ მიდგომას წარმოადგენს და არ შეესაბამება ამ სფეროს თანამედროვე სტანდარტებს. ასეთი დიდი დაწესებულებები, საფუძველშივე, რისკის შემცველადაა მიჩნეული და უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
"სამართლიანი არჩევნები" აუცილებლად თვლის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მიეცეს სახალხო დამცველს მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, ადმინისტრაციის დასწრების გარეშე, რათა შეძლოს ბავშვებთან უსაფრთხო გარემოში ურთიერთობა და მათი მდგომარეობის შეფასება", - წერს ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები






