"აქედან - შეტევა ეკლესიაზე, იქიდან - პრაიდი.. დაგანგრევთ სუყველას, ლიბერალებო" - მეუფე სტეფანეს მუქარა ამბიონიდან
პოლიტიკა - 14:58, 06 Jun, 2021     3240

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, სტეფანე ქადაგებისას ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მრევლს მოუწოდა, არ დაემორჩილონ კანონს, რომელიც "ქრისტიანობის საწინააღმდეგოა".

მეუფე სტეფანემ, ის პირები, ვინც ბავშვების ნინოწმინდის პანსიონიდან გაყვანას ითხოვს, ძალადობაში დაადანაშაულა და მათ ამბიონიდან დაემუქრა:

"ჩვენ არ უნდა დავემონოთ და არ უნდა დავემორჩილოთ ლიბერალებს. არც იმ ცრუ კანონებს, რომლებიც ქრისტიანობის საწინააღმდეგოა.

დაეტაკნენ ნინოწმინდის ბავშვთა დაწესებულებას ცრუ ბრალდებებით. ვერავინ ვერაფერს ამტკიცებს, მაგრამ წამოენთნენ ისინი, ვინც არიან ლიბერალების გამტარებლები ყველა მიმართულებით. დაიწყეს აგიტაცია-პროპაგანდა, როგორც კომუნისტების და ფაშისტების დროს. მიდის თავდასხმა ღირებულებებზე, თან ვითომ ძალადობას ებრძვიან და თვითონ ძალადობენ, ისე ძალადობენ, რომ ამის გამო ბავშვებს სტრესი აქვთ.

შეიჭრნენ. ბავშვები შეშინებულები არიან, არ იციან, რა გააკეთონ, არ იციან, ვინ იცავს, ვინ მოწინააღმდეგეა, სად წაიყვანენ, რა მდგომარეობაში იქნებიან - ზომბებს ეძახიან ბავშვებს ქრისტიანები რომ არიან იმიტომ, თვითონ ზომბები.

გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავართ. აქედან - შეტევა ეკლესიაზე, იქიდან - პრაიდი. ფაქტობრივად ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული, რომ გადატეხონ საქართველო, რომელიც უძველესი დროიდან ქრისტიანულია. ვითომ ქრისტიანებს მღვდლების ფორმებიც აცვიათ, ლგბტ-ს გვერდით სხედან და იმათთან ერთად ებრძვიან ეკლესიას. ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ.

რა ძალა გვაქვს ჩვენ, ჭეშმარიტების სიტყვა. ჩვენ სხვა არაფერს გამოვიყენებთ. დაგანგრევთ სუყველას, ლიბერალებო. ჩვენი მართალი სიტყვა იქნება თქვენი დამანგრეველი",- განაცხადა მეუფე სტეფანემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42