კობახიძის სკანდალური ბრალდება: გახარია სააკაშვილთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? - “2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ“
პოლიტიკა - 10:05, 05 Jun, 2021     3787

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის სკანდალური ბრალდება - ირაკლი კობახიძე, ყოფილ თანაგუნდელისა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას, სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 17 თებერვალს, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გამოცხადების წინ არსებობდა დამთხვევა მათ კონსპირაციულ ინფორმაციასა და მაშინდელ პრემიერ გახარიას გუნდის შიგნით გაკეთებულ განცხადებებს შორის.

"17 თებერვალს, 5 საათზე გახარიამ მოგვმართა. სასამართლო ჩანიშნული იყო და ყველამ იცოდა, რომ სასამართლო მიიღებდა ან ასეთ ან ისეთ გადაწყვეტილებას [მელიას დაკავება - არდაკავების].

90% სასამართლო იღებდა გადაწყვეტილებას პატიმრობის შეფარდებაზე, რადგან მარტივი ქეისი იყო, არ გადაიხადა გირაო.

გახარიას ეს სავარაუდო სცენარი ჰქონდა გათვლილი და ჩვენთან დაიწყო მსჯელობა. მოითხოვა რომ ორი-სამი დღით გადაგვედო მელიას დაკავება.

ახლა რა ინფორმაცია გვქონდა ჩვენ კიევიდან და ენმ-ის თბილისის ოფისიდან. გვქონდა, ჩვენ ინფორმაცია ენმ-ის გეგმის თაობაზე. ისინი ლაპარაკობდნენ, რომ ორი დღე სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ეს გეგმა სისრულეში მოსულიყო. გეგმა იყო შემდეგი: მას მერე, რაც ხელისუფლება ვერ დააკავებდა მელიას, იწყებდა საუბარს ენმ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არალეგიტიმურობის შეგრძნება. მაშინ იყო სხვა ვითარება, ოპოზიცია არ იყო პარლამენტში შემოსული, იყო გართულებული ვითარება და მელიას არ დაკავებას დააბრალებდა ენმ ჩვენს სუსტ ლეგიტიმაციას, ეს იყო მათი მესიჯბოქსი. ამაზე მითითებით, სააკაშვილმა თუ არ ვცდები 17 თებერვალსვე გააკეთა განცხადება, ალტერნატიულ მთავრობასთან დაკავშირებით. ეს იყო წვეთი, რომელიც მან შემოიტანა პოლიტიკურ დისკუსიაში.

18 თებერვალს უკვე, ისინი გამოაცხადებდნენ ე.წ ალტერნატიულ მთავრობას - თავისი ე.წ ძალოვანი მინისტრებით, ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან. და ჰქონდათ მათ გამზადებული სცენარი, მათ ჰყავდათ ადამიანები შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიულ მთავრობაში და ძალოვანი სტრუქტურის დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე.

ანუ რამდენიმე ათეული ადამიანით ხდებოდა ამის იმიტაცია და მედიით გაშუქება. მე არ ვიცი, ეს იცოდა თუ არა გახარიამ, მაგრამ დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.

ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან კიევში და გახარიას აღარ გავანდეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეჭვი გაჩნდა. დამთხვევა წარმოიდგინეთ.

როგორცვე დამთხვევა დავაფიქსირეთ, გაჩნდა ეჭვი და აღარ გავანდეთ ეს ინფორმაცია.

იქიდან ისმის, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ და აქ ითხოვს ჩვენი ლიდერი გაუგებარი მოტივით 2-3 დღით ოპერაციის გადადებას.

ახლა ამ სცენარის გაგრძელება: ე.წ ალტერნატიულ მთავრობაში გადადიან ძალოვნები, შს სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ეს შეიძლება ყოფილიყო სულ 15 კაცი და შემდეგი გეგმის ნაწილი იყო ის, რომ სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან, სადაც უნდა დახვედროდა აქტივისტები და შემოეცილებინათ. ჩვენთვის ცნობილი არ არის ამ ძალოვანების ვინაობა, ცნობილი იყო, რომ გეგმის ნაწილი იყო.

ახლა რაც შეეხება სარფში შემოსვლას, ე.წ უკრაინული სცენარი, რაც თავის დროზე ჰქონდა გათამაშებული სააკაშვილს. ხვდებიან აქტივისტები და შემოდის (ჩვენ იმას არ ვამტკიცებთ რომ ამას შეძლებდნენ და გადატრიალებას შეძლებდნენ) და, ბუნებრივია, ეს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მმართველ პარტიას, მითუმეტეს იმ ფონზე, თუ სააკაშვილის ამ შემოსვლასთან ერთად პრემიერი გადადგებოდა", - თქვა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42