20 ივნისს, 18:00 საათზე, რუთაველის გაზირზე, პარლამენტის წინ, 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულებმა აქცია ჩანიშნეს. ამის შესახებ ერთ-ერთმა დაზარალებულმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ, 20 ივნისს დაშავებული მშვიდობიანი აქტივისტები, კიდევ ერთხელ მოვედით პარლამენტში არა იმიტომ, რომ დიდად ლეგიტიმურად მიგვაჩნია ეს ორგანო, არამედ ჩვენი სამოქალაქო პოზიცია გვინდოდა, რომ კიდევ ერთხელ გამოგვეხატა და გაგვეგო ზუსტად, რა სახის საგნობრივი კამათი იყო ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასახიჩრება კრემლის ბრძანებით, რაც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“, უნდა მოხდეს ამის ლეგიტიმაცია. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი. ამიტომაც ჩვენ ვაანონსებთ აქციას 20 ივნისს, 18:00 საათზე პარლამენტის წინ. ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, არ ვეგუებით კოლაბორაციონიზმს და არ ვეგუებით ამნისტიას, რომელიც არის ოკუპაციისა და კოლაბორაციონიზმის გაგრძელება, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ვინც ხართ 20 ივნისის აქტივისტები, ვისაც გსურთ, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა კოლაბორაციონისტებსა და ოკუპანტებს, შევიკრიბოთ რუსთაველზე,“- განაცხადა ფავლენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






