კრიმინალური ავტორიტეტების დაპირისპირებისას გორში მოკლული 42 წლის ზურაბ რიკრიკაძის ცხედარი პროზექტურიდან საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს. ოჯახის წევრები და ნათესავები მკვლელობის მოტივებზე ამ დრომდე არ საუბრობენ. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
საქმეზე სავარაუდო ბრალდებულ შალვა გულიაშვილს იგივე "სემსოტას" შსს ამ დრომდე ეძებს. გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დაწყებულია სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით.
შალვა გულიაშვილმა 2006 წელს პოლიციელის ავტომანქანა გაიტაცა და დააპატიმრეს, შემდეგ კი სასამართლო დარბაზიდან გაქცევა შეძლო და ცხინვალში იმალებოდა. მოგვიანებით, გულიაშვილი სპეცოპერაციის შედეგად გადმოიყვანეს ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ციხეში 16 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. კრიმინალური ავტორიტეტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ცოტა ხნის წინ არის გამოსული.
მასალის გამოყენების პირობები