"ქართული მარშის" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე "თბილისი პრაიდის" მიერ 5 ივლისს ღირსების მარშის დაანონსებას ეხმაურება და ამბობს, რომ ღონისძიების რეალური ორგანიზატორი "ქართული ოცნებაა".
ბრეგაძე პრემიერმინისტრს მიმართავს და აცხადებს, რომ თუ ღირსების მარში ჩატარდება, ამაზე სრული პასუხისმგებლობა "ქართული ოჯახის შვილს, შესანიშნავ მამას და მეუღლეს, მორწმუნე-მართლმადიდებელ" ირაკლი ღარიბაშვილს დაეკისრება.
"თქვენ თუ დაუშვებთ და ხელს შეუწყობთ გეი-აღლუმის ჩატარებას, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ. გეი - აღლუმის რეალური ორგანიზატორი არის "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდი, სწორედ მათ მიცეს გარანტია რომ ლგბტ-აღლუმი ჩატარდება.
ახლა ბოლო სიტყვა თქვენზეა - ქართული ოჯახის შვილი, შესანიშნავი მამა და მეუღლე, მორწმუნე-მართლმადიდებელი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაატარებს გეი-აღლუმს თუ არა!? არჩევანი თქვენზეა ბატონო პრემიერო და ამ არჩევანიდან გამომდინარე იმოქმედებს ქართველი ერი", - წერს სანდრო ბრეგაძე.
მასალის გამოყენების პირობები






