საქართველოში აშშ-ის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოსთვის გაზიარების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც საელჩო წერს, აღნიშნული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს:
"პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს. ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.
საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს.
მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს" - წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






