ნაციონალისტურ და რელიგიურ ღირებულებებს ამოფარებული პოლიტიკური კამპანია - ISFED-ის ანგარიში
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდების ადმინისტრატორები ნაციონალისტურ და რელიგიურ თემატიკას არიან ამოფარებულები და საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხების მანიპულირებით ცდილობენ შავი პიარ-კამპანია აწარმოონ მედიისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ:
"ფეისბუქზე ფარულად მოქმედებს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ანონიმური გვერდი, რომლებიც, ძირითადად, რელიგიური ან ნაციონალისტური შინაარსის პოსტებს ავრცელებენ, მათი მთავარი მიზანი კი ოპოზიციური პარტიების და კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია, ხოლო ხელისუფლების მხარდასაჭერი კამპანიის წარმოებაა. გვერდების ტაქტიკა მსგავსია - ღირებულებითი ხასიათის პოსტებს გამომწერების მოზიდვისა და მომხმარებლების ნდობის მოპოვების მიზნით აქვეყნებენ, პოლიტიკური შინაარსის პოსტებს კი ასპონსორებენ.
ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, გვერდებზე დასპონსორებული პოსტები Giorgi Beridze-ს სახელით ქვეყნდება და ყველა მათგანი პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავს. ბერიძის სახელით 2020 წლის 30 სექტემბერს რეკლამა გავრცელდა გვერდზეც “ჩვენ გვიყვარს მიშა”, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგოდ მოქმედი შენიღბული პროპაგანდისტული შინაარსის, ცრუ მხარდაჭერის გვერდია.
კოორდინირებულად მოქმედი ხუთი გვერდიდან ოთხი - “მამული, ენა, სარწმუნოება”, “უფლის რწმენა გადაგვარჩენს”, “მე ქრისტიანი ვარ” და “ქართული გენი უკვდავია” - ერთ დღეს, 2020 წლის 8 იანვარს შეიქმნა. წინასაარჩევნოდ, ამავე წლის 6 ოქტომბერს, გააქტიურდა გვერდიც “დავით გარეჯი საქართველოა”. შექმნის დღიდან გვერდების ჯამური ინტერაქცია 117 729,6-ია, გამომწერების ჯამური რაოდენობა 5 999,6, ხოლო ვიდეოების ნახვის რაოდენობა 872 996,2.
გვერდი “ქართული გენი უკვდავია”, ძირითადად, ნაციონალისტური, კულტურასთან, რელიგიასა და ქართველ ისტორიულ ფიგურებთან დაკავშირებული პოსტებით გამოირჩევა, თუმცა პერიოდულად, ანტიოპოზიციურ პოსტებსაც აქვეყნებს.
ნაციონალისტური და რელიგიური შინაარსი აქვს გვერდს “მამული, ენა, სარწმუნოება”, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერ რეკლამებსაც აქვეყნებს.
ფეისბუქ გვერდი “დავით გარეჯი საქართველოა” ამჟამად აღარ აქტიურობს, ბოლო პოსტი 2021 წლის 25 თებერვალს გამოქვეყნდა. გვერდის მთავარი დანიშნულება გარეჯის თემაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციაა. ამ მიზნის მისაღწევად კი პოსტების შინაარსში ნაციონალისტური გზავნილებს ამოფარებულია. რეკლამების ბიბლიოთეკაში ვხვდებით გვერდის მიერ აღნიშნულ თემაზე დასპონსორებულ 3 პოსტსაც.
გვერდი „უფლის რწმენა გადაგვარჩენს“ ცდილობს, რელიგიური მასალა პოლიტიკურ მოვლენებს მიუსადაგოს. ღირებულებებითი მანიპულაციის მიზნით, ხშირად იყენებს პატრიარქის ფოტოს ოპოზიციის მადისკრედიტირებელი სათაურებით და ასპონსორებს პოსტებს, რომლებიც “ქართული ოცნების” ლიდერების ეკლესიურ ცხოვრებაზე მიუთითებს. მსგავსი ტაქტიკით ასევე მოქმედებს გვერდი “მე ქრისტიანი ვარ”.
საერთო ტაქტიკებისა და შექმნის დროის დამთხვევის მიუხედავად, გვერდები არ აქვეყნებენ ერთსა და იმავე პოსტებს, რაც შენიღბული მოქმედების ნაწილად შეიძლება, მივიჩნიოთ. თუმცა, მათ კავშირზე მიუთითებს ისიც, რომ გამოქვეყნებული პოლიტიკური პოსტების უმრავლესობას მსგავსი დიზაინი აქვს. კერძოდ, პოლიტიკური შინაარსის მადისკრედიტირებელ პოსტებში, ძირითადად, წარწერები ან ფოტოები წითელ ფონზე გვხვდება.
გამოქვეყნებულ პოსტებში, გვერდები ასახელებენ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ეკლესია ან ეკლესიის წარმომადგენელი გააკრიტიკეს, პოსტებს პატრიარქის ან სასულიერო პირების ფოტოებს ურთავენ და მრევლს, გაზიარებით, მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
დისკრედიტაციის ძირითადი სამიზნე ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“. გვერდები მათ „სექტანტებად“, „ავ სულებად“ და „ეკლესიის დამანგრევლებად“ მოიხსენიებენ, გაკეთებული განცხადებების გამო, რომლებსაც ხშირად არ ციტირებენ, ან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინტერპრეტაციებს იშველიებენ. მაგალითად, ერთ-ერთ მადისკრედიტირებელ პოსტში გვერდი „უფლის რწმენა გადაგვარჩენს“ ამბობს, რომ „ბოროტი პარტიის“ – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა იუბილარ ილია მეორეს შეურაცხყოფა მიაყენა და ვერც კი გაიმეორებს, რა უწოდა. პოსტს 6 000-მდე მოწონება და ათასზე მეტი გაზიარება აქვს" - ვკითხულობთ ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა