რა მექანიზმებია რუსეთის შესაკავებლად და რას უნდა ელოდოს საქართველო აშშ-სგან NATO-ს სამიტზე - ამერიკელი სენატორის განმარტება
პოლიტიკა - 20:35, 03 Jun, 2021     1228
დღეს გამართული შეხვედრებისა და საოკუპაციო ზოლის მონახულების შემდეგ სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ნიკ პორტმანმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

კითხვაზე : თუ რა ახალი მექანიზმების შემუშავება ხდება რეგიონში რუსეთის შესაკავებლად და რას უნდა ელოდოს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტზე, რომელიც ახლო მომავალში უნდა გაიმართოს.ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი პასუხობს:
"პირველ რიგში, აღვნიშნავდი, რომ ჩვენ ვართ სენატის დელეგაცია, რომელიც საქართველოში იმისთვის არის ჩამოსული, რომ მხარი დაუჭიროს ქვეყანას, რომელიც დემოკრატიის გზაზე დგას და ცდილობს, რომ დასავლეთისკენ იაროს.
უკანასკნელ პერიოდში აშშ-ს მხრიდან საქართველოს დახმარება ეხებოდა კოვიდთან ბრძოლას, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს, ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას, მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს გვაქვს სხვადასხვა მექანიზმი, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია, ერთ-ერთი გახლავთ მოსმენები კომიტეტში, რომელიც გვაძლევს საშუალებას მეტი სინათლე შევიტანოთ სხვადასხვა საკითხში. ასეთი მოსმენა იყო საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ დავაფიქსირეთ რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია და ჩვენს წუხილსაც იწვევს.
რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ მექანიზმებს, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულია სანქციები. ხოლო რაც შეეხება NATO-ს, NATO-ს აქვს 2030 წლის ხედვა, რომლის ფარგლებშიც ალიანსი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს რეგიონის ქვეყნებს უსაფრთხოება და თავდაცვა," - განაცხადა ჯინ შაჰინმა "რუსთავი 2"-ის მიერ დასმულ კითხვაზე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42