აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა - ქეთევან ბაქრაძე გახარიასთან მიდის
პოლიტიკა - 16:57, 03 Jun, 2021     1099

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაქარაძემ თანამდებობა დატოვა, როგორც თავად განმარტა, გადადგომის მიზეზი გახარიას გუნდში წასვლაა. ბაქრაძის თქმით, გახარია საუკეთესო ლიდერია და ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს ქვეყნის განვითარებისთვის:

„პრაქტიკულად 8 წლის მანძილზე ვიკავებდი აფხაზეთის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს,რომელიც ნამდვილად უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის ურთულესი გამოწვევებიდან, უმძიმესი მოცემულობიდან და იმ საზოგადოების მოწყვლადობიდან გამომდინარე,რომელსაც ვემსახურებოდი. ამ პერიოდში არაერთი რეფორმისა, თუ განხორციელებული ცვლილების შედეგად უწყება,რომელიც ჩავიბარე, ჩამოყალიბდა სამინისტროდ, 5-ჯერ გაზრდილი პროგრამული ბიუჯეტით, ბენეფიტის ხელმისაწვდომობის გაფართოებული არეალით, ბენეფიციარზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის რგოლის მრავალფეროვანი სამედიცინო სერვისებით,ფინანსური მხარდაჭერითა და რაც უმნიშვნელოვანესია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ადამიანების მიმართ გატარებული პოლიტიკით,როგორც ჯანდაცვის,ისე ნდობის აღდგენის კუთხით.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო კოვიდპანდემიის ურთულესი პერიოდი,როდესაც ცენტრალური ხელისუფლების,პირადად ჯანდაცვის მინისტრის მხარდაჭერით ვუწევდით დახმარებას საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს.

ეს მეტად ფაქიზი და სენსიტიური თემაა და ყოველთვის თავს ვიკავებდი ფაქტების გასაჯაროებისაგან, თუმცა დღეს არსებული მოცემულობა-კონკრეტული ქეისები, სტატისტიკა, განწყობა,რუდუნებით მოპოვებული ურთიერთობები მაძლევს უფლებას განვაცხადო,რომ ეს მიმართულება ჩემი საქმიანობის ყველაზე წარმატებული პროექტია,რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მშენებლობაში.

სწორედ დეოკუპაციის მიმართულებით განხორციელებული სამშვიდობო პოლიტიკა, გონივრული და თანმიმდევრული ნაბიჯები მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და ჩატეხილი ხიდის აღდგენისკენ, ენგურს გაღმა დარჩენილი მოსახლეობის შემრიგებლობისა და ურთიერთსიყვარულის დაბრუნებისაკენ.

საკუთარ,მამაპაპისეულ სახლებში ღირსეულად დაბრუნებაა უმთავრესი სურვილი თითოეული ჩვენთაგანისთვის. რასაკვირველია, მეც ერთერთი ვარ იმ მრავალრიცხოვან დევნილთაგან,რომელსაც ამ მიზნისკენ ბრძოლის დაუძლეველი სურვილი მამოძრავებს.

აქედან გამომდინარე, ვიღებ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და ვუერთდები გუნდს, რომლის ხედვები, დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სრულ თანხვედრაშია ჩემთან; გუნდი,რომელიც წარმოდგენილია ღირსეული,წესიერი, კომპეტენტური ადამიანებით; გუნდი,რომელსაც ჰყავს საუკეთესო ლიდერი-გიორგი გახარია, რომელიც მჯერა,რომ თავისი პიროვნული თვისებებით, ღირებულებებით, ერუდიციით, ეფექტიანი მართვით, მათ შორის კრიზისული სიტუაციების წარმატებული მართვითა და დასახული მიზნებით ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს ჩვენი ქვეყნისთვის,საქართველოსთვის! უდიდესი პატივია ჩემთვის გავხდე ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრი, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, რათა ჩემი გამოცდილება,რესურსი კიდევ უფრო მეტად იყოს რეალიზებული და მხარდაჭერილი ახალი გამოწვევების დასაძლევად,საერთო მიზნის მისაღწევად”, - დაწერა ბაქარაძემ სოციალური ქსელის პირად გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42