"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მის მიერ გაკეთებულ ხმაურიან განცხადებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აღნიშნავს, რომ გახარია წერილის გადმოცემის ფაქტს იმიტომ არ აღიარებს, რომ ვინც ეს დაავალა, იმის ეშინია.
ჯაფარიძის თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ყოფილი პრემიერი ბოდიშს არ იხდის და საზოგადოებას სიმართლეს არ ეუბნება:
"წერილი გადმომეცა გახარიას მიერ. მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და საზოგადოებამ ეს იცის და არა ერთხელ მითქვამს. რაც შეეხება მაგიდაზე იდო წერილი, ხელში გადმომცა, რა ადგილზე იყო და რომელ საათზე, ეს პროკურატურის დასადგენია, სხვა გვარად მაშინ პროკურატურის ფუნქცია აღარ მესმის.
სამწუხაროდ, ეს მუქარის წერილი მისგან იქნა გადმოცემული და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ის ბოდიშს არ იხდის და საზოგადოებას სიმართლეს არ ეუბნება.
ჩემი აზრით, ვინც დაავალა ამ წერილის გადმოცემა იმისი ეშინია", - აცხადებს ჯაფარიძე.
მასალის გამოყენების პირობები






