გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მფლობელთა ვინაობა ცნობილია
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:49, 03 Jun, 2021     1472

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მფლობელები გუშინ თიბისი კონცეპტის საკონფერენციო დარბაზში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა.

ჯილდო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩართულ ქალებს და იმ ორგანიზაციებს და პროგრამებს გადაეცათ, რომლებიც ICT სფეროში ქალების როლის გაძლიერებაზე არიან ორიენტირებულნი.

გრეის ჰოპერის ჯილდო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისთან, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საქართველოში დააწესა და ის ექვს კატეგორიაში გაიცა.

კატეგორიაში მომავლის ლიდერი წარდგენილი იყვნენ 18-დან 30 წლამდე გოგოები, რომლებიც ტექნოლოგიების დახმარებით საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს უწყობენ ხელს. ამ ნომინაციაში გამარჯვებული ანა რობაქიძე, კომპანია Clientela-ს ინჟინერიის მიმართულების ხელმძღვანელი გახდა. ანამ ამერიკული გამოცილებით საქართველოში დააფუძნა კომპანია Clientela, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს კონგლომერატებთან. ანა 2018 წელს ფორბსის 30 Under 30-ის სიაში, ტექნოლოგიის კატეგორიაშიც მოხვდა.

კატეგორიაში ICT სფეროს ჩემპიონი წარდგენილი იყვნენ ისეთი ქალები, ვისაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღები პოზიცია უჭირავთ და სხვებს კარგ მაგალითს აძლევენ. გამარჯვებული IT Academy Step-ის ქართული ფილიალის თანადამფუძნებელი და დირექტორი მაკა მახათაძე გახდა. მაკა ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტია. 2015 წელს მან დააარსა IT Academy STEP-ის ქართული ფილიალი, რომელიც აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით.

ტექნოლოგიური სტარტაპი კატეგორიაში გაიმარჯვა Phubber-მა. ეს არის ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის. აქ მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ და გაყიდონ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის პროდუქტები. კომპანიას მართავს ქალი და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ინოვაციური პროდუქტების, სერვისებისა თუ ბიზნესმოდელების შექმნაში.

კატეგორია ქალების გაძლიერების პროგრამა გამოარჩევს იმ პროგრამას, პროექტს თუ საზოგადოებრივ ინიციატივას, რომელიც ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობას უწყობს ხელს. გამარჯვებული ამ ნომინაციაში გახდა ქალთა კოდირების სკოლა (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) — ბიზნესისა და ტექნოლოგიების ამ პროგრამის მეშვეობით ქალები სხვადასხვა უნარს ითვისებენ — სწავლობენ Front და Back-end დეველოპმენტს, ხელოვნურ ინტელექტს, მანქანური დასწავლის პროგრამებს და სხვა საკითხებს. 5 წლის განმავლობაში პროგრამამ ტექნოლოგიურ სამეწარმეო ეკოსისტემაში 5000-ზე მეტი გოგო ჩართო.

კატეგორიაში მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია წარდგენილი არიან ორგანიზაციები, რომლებმაც ქალებისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში თანაბარი, მრავალფეროვანი გარემო შექმნეს. ეს ჯილდო გადაეცა ჯეოლაბს, რომელიც სხვადასხვა სახის შეხვედრასა და ლექციას უწევს ორგანიზებას ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ჯეოლაბს 2015 წლიდან აქვს სპეციალური სასტიპენდიო პროგრამა გოგონებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ სფეროში მათ მოტივირებას და გაძლიერებას.

ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი კი გახდა მაკო ქურთიაშვილი, Smart Academy-ის გენერალური მენეჯერი, Smart Web-ის მმართველი პარტნიორი, ნიკოლა ტესლას სკოლის თანადამფუძნებელი, HIRO-ს სტრატეგიული მრჩეველი. მაკო 2011 წლიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. 2018 წლიდან მაკო სმარტ აკადემიის გენერალური მენეჯერია. 2020 წლიდან კი სასწავლო სივრცე ნიკოლა ტესლას სკოლა დააარსა, სადაც ბავშვებს განათლების მიღებაში უწყობს ხელს.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო საქართველოში წელს დაარსდა. გრეის ჰოპერი ამერიკელი პროგრამისტი, ერთ-ერთი პირველი კომპიუტერული მეცნიერი ქალი, გამორჩეული მათემატიკოსი და წარმატებული საზღვაო ოფიცერი იყო.

თითეულ კატეგორიაში გამარჯვებულები, გარდა საჯარო აღიარებისა, მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო ვიზიტში ისრაელში, რომელიც ხორციელდება მაშავის ცენტრსა და საქართველოში ისრაელის საელჩოსთან თანამშრომლობით. ამას გარდა, თიბისიმ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ რამდენიმე კატეგორიისთვის სპეციალურ პრიზები დააწესეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42