პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა, რომელშიც რამდენიმე დეპუტატი გაერთიანდა - გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე, სერგო ჩიხლაძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, ტარიელ ნაკაიძე და გრიგოლ ვაშაძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ფრაქციის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იქნება. თავმჯდომარის მოადგილე - პაატა მანჯგალაძე, აპარატს კი სერგო ჩიხლაძე უხელმძღვანელებს.
"დღეს კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა, რომელიც არის მრავალპარტიული, რომელშიც არიან დამოუკიდებელი დეპუტატები. ფრაქცია არის მექანიზმი, რომ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ პარლამენტში. სახელწოდება მოდის იმ შეთანხმებიდან, რომელი შეთანხმებითაც შემოვედით ამ პარლამენტში და რომელი შეთანხმების რეალიზებაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






