საღეჭი რეზინი - მისი სისტემატიური გამოყენება არათუ პატარა ბავშვისთვის, არამედ მოზრდილი ადამიანისთვისაც არ არის სასურველი: კევი დაღეჭვიდან 5-10 წუთის შემდეგ უნდა გადავაგდოთ. დიდი ხნით კევის ღეჭვა ბავშვებში იწვევს ჯირკვლის სისტემურ გაღიზიანებას და კუჭის წვენის გამოყოფის გააქტიურებას. თუ დავუმატებთ ამას ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც კევი შეიცავს, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ჩვენს პატარებს ეს ნამდვილად არ სჭირდებათ.

ჟელიბონი - მთლიანად ხელოვნური ნაერთებისაგან შექმნილი პროდუქტი, რომელიც საღებავებითა და ქიმიური ნივთიერებებით არის გაჯერებული. მათ არაფერი აქვთ საერთო მარმელადის კანფეტებთან, ამიტომ ქიმიური ნივთიერებით გაჯერებული ჟელიბონი პატარას ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.

ჩიფსები - ეს განსაკუთრებით ეხება არა მთელი კარტოფილის, არმედ პიურესაგან მომზადებულ ჩიპსებს. ეს არის ნახშორწყლებისა და ცხიმების ნაზავი პლიუს გემოვნებითი დანამატები და კონსერვანტები.
"სუხარიკები" - ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი გამხმარი პურია, რომელსაც დიეტის დროსაც მიირთმევენ. თუმცა ის სახეობები, რომლებიც ასე მისაზიდად არის შეფუთული ჭრელა-ჭრულა პაკეტებში, ასევე თვალის მისაპყრობად არის ზედ დატანილი მწვადებისა თუ ლორის ფოტოები, ბლომად არის გაჯერებული არომატიზატორებით, კონსერვანტებით, გამაფხვირებელით.
სიმინდის ბურბუშელა - თუ სიმინდის ბურბუშელას ყიდულობთ, კარგად გასინჯეთ: ტკბილი გემო თავად ბურბუშელას არ უნდა ჰქონდეს, ის უნდა დატკბეს მხოლოდ ზემოდან მოყრილი შაქრის პუდრით. თუ ბურბუშელა ტკბილია, ესე იგი მასში გამოიყენეს შაქრის შემცვლელები, უმეტეს შემთხვევაში ციკლომატი.

მასალის გამოყენების პირობები






