საპარლამენტო ოპოზიციის წევრები PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 13:39, 03 Jun, 2021     914

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. დეპუტატებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე.

„შარლ მიშელის დოკუმენტით გაწერილ სასამართლო რეფორმას, აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისთვის, თუ როგორ განვითარდება მომავალში პოლიტიკური პროცესები და აქვს მნიშვნელობა იმისთვისაც თუ რამდენად შეასრულებს საქართველო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ დემოკრატიულ ვალდებულებებს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„მიუხედავად შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი კონკრეტული შეთანხმებისა, მაინც მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ახალი წევრების დანიშვნა, ისევე როგორც ხელისუფლება აპირებს ყველას შეეხოს ამნისტია, მაშინ როდესაც შეთანხმებით გათვალისწინებული იყო მხოლოდ პოლიტიზირებული საქმეები", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

შეხვედრისას პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულ მდგომარეობაზე და ქვეყანაში არსებულ მედია გარემოზე.

„ნინოწმინდის ბავშვთა სახლის პრობლემა ეს არის საკითხი, რომელიც ნომერ პირველი პრობლემა უნდა იყოს დღეს, ყველა პარტნიორთან სასაუბროდ. განსაკუთრებით, იმ პარტნიორებთან, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს ახდენენ. დღეს ჩვენ გვაქვს პანსიონები, რომლებიც არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაში საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან დავით ბაქრაძე, ხათუნა სამნიძე და ზურაბ ჯაფარიძე მონაწილეობდნენ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42