რა ახალი გარემოებები ჩნდება მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში – პასუხისმგებელ პირთა წრე ფართოვდება?
სამართალი - 10:14, 03 Jun, 2021     3709

ახალი გარემოებები გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის აქმეში - ადვოკატები გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მერვე განყოფილებაში საქმის მასალებს გაეცნენ.

მათი განცხადებით, არსებობს ახალი გარემოება, რომლითაც გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

„საქმეს დაემატა ახალი მტკიცებულებები, ეს არის შპრიცები, რომლითაც იმუნიზაცია მოხდა. ამასთან, გამოძიებასთან ასევე უნდა გავიაროთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, უნდა დაიწყოს ვიოლეტა ინასარიძის მიმართ გამოძიება, სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით. ამის საფუძველი უკვე არსებობს, თუმცა გამოძიება ჯიუტად არ იწყებს მოქმედებას“, – აცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი.

ადვოკატები ამბობენ, რომ პასუხისმგებელ პირთა წრე ამ საქმეზე აუცილებლად უნდა გაფართოვდეს.

„საუბარია რეანიმატოლოგ გიორგი აფციაურზე, ის იკვეთება ცრუ ინფორმაციის ფაქტებთან, ჩვენების შეცვლასთან, სამსახურეობრივ გულგრილობასა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბებასთან. ამასთან დაკავშირებით, თავად კლინიკა „იმედის“ თანამშრომლები საუბრობენ“, – აღნიშნავს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ნინო ამაღლობელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42