ხაზარაძის შეთავაზება ოპოზიციას - “ვიპოვით დიმიტრი გელოვანს... თბილისის მერი უნდა იყოს მეურნე, ზეპარტიული...“
პოლიტიკა - 00:29, 03 Jun, 2021     1693
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი უნდა თქვან თბილისი მერობის საკუთარ კანდიდატურაზე, მერი უნდა იყოს მეურნე, ზპარტიული... ვიპოვით დიმიტრო გელოვანს..“ - ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველი ეთერში გააკეთა.

„ლელოს“ ლიდერი ფიქრობს, რომ პოლიტიკური ოპოზიციამ უნდა დადოს გეგმა და აირჩიოს არაორდინალური გზა, მერის კანდიდატის შერჩევის.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი სხვანაირად ვიდრე აქამდე ვაკეთებდით, მხედველობაში მყავს ოპოზიცია. დავისახოთ რამდენიმე კონკრეტული მიზანი. სტრატეგიული, შემოდგომის არჩევმების მიზანი, არის ის რომ " ქართულმა ოცნებამ" 43 % ვერ დააგროვოს. ეს არის სტრატეგიული მიზანი რადგან 2022ში ქვეყანაში დაინიშნოს რიგგარრშე საპარლამენტო არჩევნები.

ეს არის საშუალება იმისა რომ ქვეყანას მოევლინოს კოალიციური მთაბრობა და ამ კოალიციური მთავრობის პირობებში ქვეყანამ დადოს ქვეყნის განვითარების მნიშვმელოვანი, სტრატეგიული გეგმა.

ჩვენ ძალიან სერიოზული გამოცდა გველოდება შემოდგომაზე. ვფიქრობ ჩვენი ფორმულა არის შემდეგი. ჩვენ უნდა ჩავატაროთ გენერალური რეპეტიცია, ადგილობრივ არჩევმებზე და ჩვენს ამომრჩეველს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება თბილისის მაგალითზე ჩვენ კოალიციური მმართველობა გვქონდეს.

ამ ყველაფრისთვის საჭიროა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი თქვან საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე მერობის პოსტზე. თუ მხოლოდ თბილისის განლაგებას ავიღებთ, ეს არუნდა იყოს ერთი მოცემულობა რომერთმა ოპოზიციური პარტიოს ლიდერმა დაუჭიროს მეორე ოპოზიციური პარტიოს ლიდერს მხარი. ეს არ იმუშავებს და ჩვენ დავკარგავთ იმ ამომრჩეველს რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი“ - თქვა ხაზარაძემ

მისი განცხადებით, პარტიები ამ ადამიანს უნდა დაეხმარონ პროგრამის განხორციელებაში. სხვა შემთხვევაში, ხაზარაძე მიიჩნევს, რომ იქნება კვლავაც დაპირისპირება ოპოზიციაში.

„გამოსავალი არის შემდეგი - თბილისი უფრო მეტია ვიდრე პოლიტიკა. თბილისს სჭირდება ძალიან სერიზული განვითარების გეგმა. ამაში არ ვგულისხმობ ლურჯი ან ყვითელი ავტობუსების ჩამოყვანას. დაიღალა ხალხი იმის მოსმენით, რომ კიდევ ახალი ავტობუსები ჩამოდის ქალაქში.

თბილისს უნდა დაუბრუნდეს ფუნქცია, საერთაშორისო მნიშვნელობის ქალაქად უნდა ვაქციოთ თბილისი, უამრავი პარამეტრის მიხედვით. თბილისის თავი, ანუ მერი, არ უნდა იყოს არცერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი.

მეურნე ადამიანი, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი, დაუდგება გვერდში და დაეხმარებიან იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ერთობლივად შეიმუშავებენ. სხვა შემთხვევაში იქმნება ალიაქოთი და დაპირისპირება.

ჩვენ გვავიწყდება მთავარი, ჩვენი ქალაქი, მისი ქუჩა, მოშიმშილე ბავშვები, დაბინძურებული მტკვარი. ამ ყველაფერს ერთი პარტიის ძალისხმევა და ერთი ლიდერი არ ეყოფა, თუ ძალები არ გავაერთიანეთ.

მეურნე ადამიანი უნდა იყოს ზეპარტიული, ან ძალიან დიდი კომპანიოს ხელმძღვანელი, ან უცხოეთში ჩვენი, რომელიმე წარმატებული ადამიანი, რომელსაც ვეტყვით, რომ ჩვენ დავუდგებით გვერდში, გეგმას დავდებთ და ერთხელ პრეცენდენტს დავუშვებთ რომ გავაკეთებთ საქმეს, როგორც არ ვაკეთებდით 30 წლის განმავლობაში“ - განაცხადა ხაზარაძემ, რომელიც ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს დაიწყონ ფიქრი ამ იდეის გარშემო.

„ჩემთვის მთავარი მერობა კი არ არის, ჩემთვის მთავარია რა შეგვიძლია ჩვენ ამ ქალაქისთვის გავაკეთოთ“ - თქვა „ლელოს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42