ბათუმში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი კრიზისების მართვის დროებითი შტაბის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ უხელმძღვანელა. შტაბის წევრებმა აჭარაში უამინდობის გამო შექმნილი ვითარება განიხილეს და პრობლემების გადაჭრის სამოქმედო გეგმა დასახეს.
"პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩამოვედი აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში, სადაც შექმნილია საგანგებო შტაბი. ამ შტაბში ჩემი ხელმძღვანელობით თათბირი შედგა. აჭარის რეგიონში სტიქიით მიყენებული ზიანი და, ასევე, სხვადასხვა საკითხები განვიხილეთ. შეიქმნა გრაფიკი, რომლის მიხედვით მოხდება გზების გაწმენდა, რათა სოფლებში გადაადგილება გამარტივდეს.
ამ დღეების განმავლობაში შევეცდებით მაქსიმალურად მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რაც აჭარის რეგიონს სტიქიის დროს შეექმნა", - აღნიშნა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






