ბაჩო ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაია ე.წ. კანონიერი ქურდების მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს. განცხადება ამასთან საჯაიამ "პრაიმტაიმის" პრეკლუბში გააკეთა.
"კანონიერი ქურდი ჩაჩიბაია და მასთან დაკავებული პირები, ვინმე როგავა, ცხადაია და ქანთარია დღეს მოწმეებს აიძულებენ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ ჩვენებები მისცენ. მე გამაჩნია ამის დამადასტურებელი აუდიო და ვიდეოჩანაწერები, როგორ ემუქრებიან მოწმეებს ჩემს წინააღმდეგ მისცენ ჩვენება.
მივმართავ, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომ დამკითხონ. მზად ვარ, წარვადგინო ჩემს ხელთ არსებული მტკიცებულებები", - აცხადებს საჯაია.
ადვოკატი დასძენს, რომ რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ის სამეგრელო-ზემო სვანეთის საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობდა, მან ამ კანონიერ ქურდს სასამართლოს მეშვეობით, რამდენიმემილიონიანი ქონება ჩამოართვა, რომელიც სახელმწიფოს გადაეცა.
ადვოკატის თქმით, რამდენიმემილიონიანი ქონება კანონიერი ქურდის ხელში დოკუმენტაციების გაყალბების გზით აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






