ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტების პროცესი იწყება. დღევანდელ პროცესზე სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას განიხილავს.
აქტივისტების განცხადებით, მათ მიმართ წნეხი გაზრდილია, რათა ამ მეთოდით მოახერხონ მათი გაჩუმება, თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, გაზრდილი ჯარიმები და გამკაცრებული ადმინისტრაციული კანონები მათ პროტესტს ვერ შეაჩერებს:
"ასეთი დავალება აქვთ, რომ ფინანსურად დაგვაჯარიმონ, რომ წნეხი გაიზარდოს ჩვენზე და გააჩერონ ჩვენი აქტიურობა, მაგრამ მიუხედავად ჯარიმებისა, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, სანამ საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, არ შეწყდება პოლიტიკური დევნა და სანამ პოლიტიზირებული ინსტიტუტები აღარ იქნება პოლიტიზირებული" - განაცხადა აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






