ეროვნული ბანკის დროულმა ქმედებებმა პანდემიის უარყოფითი გავლენის შერბილებაში არსებითი როლი ითამაშა - პარლამენტში გვენეტაძის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენენ
პოლიტიკა - 14:45, 02 Jun, 2021     907

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს. გვენეტაძე გასული წლის პანდემიითა და ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეულ ინფლაციაზე, ფინანსურ სექტორებსა და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს.

სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, წინა წელს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა დროულმა ქმედებებმა პანდემიის გავლენის შერბილებაში დიდი როლი ითამაშა:

„2020 წელსაც ეროვნული ბანკის დროულმა ქმედებებმა და გატარებულმა პოლიტიკამ, არსებული უპრეცედენტო შოკის ფონზე, ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის შერბილებაში არსებითი როლი ითამაშა. პანდემიის პირობებში ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ადეკვატური, დროის შესაბამისი პოლიტიკის გატარება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დონორებთან მოლაპარაკებების პროცესში, რომლის შედეგადაც ქვეყანამ უმოკლეს ვადებში მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარების მობილიზება შეძლო.

კოვიდპანდემიის გამო შექმნილი ვითარება განსაკუთრებით რთული და არაორდინარულია. ეკონომიკის აღდგენა და მდგომარეობის ნორმალიზება მეტწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ვადებში იქნება შესაძლებელი პანდემიის დაძლევა საქართველოში და გლობალურად. მაკროეკონომიკურად ძალზე რთული 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო, როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს. ამას არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაც ადასტურებს - სარეიტინგო სააგენტოები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიისა განვითარების ბანკი, ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკი და სხვა. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი საუკეთესო პრაქტიკადაა აღიარებული.

ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შექმნას, საშუალოვადიან პერიოდში ფასებისა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის მხარდაჭერით. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკად არის აღიარებული. ინფლაციის თარგეთირებაზე ეროვნული ბანკი 2009 წლიდან გადავიდა. მას შემდეგ (2009-2020 წლებში) საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.7 პროცენტია. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმამდე, 1996-2008 წლებში, ინფლაცია საშუალოდ 10.2 პროცენტი იყო. საქართველოში ისევე, როგორც ღია ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებში, გარდაუვალია ეგზოგენური (მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი) შოკები, რომელთა გავლენითაც, შესაძლებელია, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს. მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია. სწორედ ამიტომ, ცენტრალური ბანკები, ძირითადად, მოთხოვნის შოკებზე რეაგირებენ, რადგან მიწოდების შოკებზე რეაგირება ეკონომიკისთვის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ეკონომიკური ზრდის მერყეობას და, გრძელვადიან პერიოდში, დასაქმების შემცირებას გამოიწვევს“, - განაცხადა გვენეტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42