საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი მმართველი გუნდიდან პაატა კვიჟინაძე შუქრუთელების პროტესტს გამოეხმაურა და აქციის მონაწილეების მოთხოვნას "არაბუნებრივი" უწოდა. საუბარია "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობაზე, რომლის გამოც შუქრუთის მაცხოვრებლებს საცხოვრებელი საზლები დაებზარათ და სამოსახლო მიწები დაემეწყრათ. ისინი კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვენ.
კვიჟინაძის თქმით, შიმშილობა მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებდეს, ყველა შიმშილს დაიწყებდა:
"არის 300-მდე ოჯახი, აქედან, 11 არ ეთანხმება, დანარჩენები ეთანხმებიან იმ პირობებს, რასაც კომპანია GM ეუბნება. რთული სიტუაციაა და ეს უნდა გადაწყდეს აუცილებლად კომპრომისითა და მოლაპარაკებებით.
შიმშილობა ძალიან ცუდია და ვწუხვარ, მაგრამ თუ არ შევთანხმდით, ხომ არ შეიძლება, იყოს არაბუნებრივი მოთხოვნა? იქ არის აუდიტის დასკვნები, მოშიმშილეები ითხოვდნენ, რომ სხვა აუდიტს ანუ სამხარაულს შეემოწმებინა, ამაზე GM დაეთანხმა, ახლა კიდევ სხვა მოთხოვნებია და ეს პროცესი მიდის.
მთავარი თემა აქ რა არის იცით? მე, რა თქმა უნდა, მათ მხარეს ვარ, რად უნდა ამას ლაპარაკი... აი, მაგალითად, თქვენ დაიწყეთ შიმშილი, მინდა მილიონი დოლარი. მე არ მითქვამს რომ ისინი ითხოვენ ამას... რომ ამბობთ, თუ შიმშილობს, ე.ი. გარანტირებულად ასე უნდა იყოსო, მაშინ ყველა დავიწყებთ შიმშილობას. საერთოდ, ჭიათურა მძიმე სიტუაციაშია და ეს 1 წლის ამბავი არაა", - განაცხადა კვიჟინაძემ.
შეგახსენებთ, რომ შუქრუთელების პროტესტმა თბილისში, ამერიკის საელჩოსთან გამოინაცვლა. რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა.
მასალის გამოყენების პირობები






