საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამაში უკვე 200-მდე სტუდენტი ჩაერთო
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:17, 02 Jun, 2021     1583

სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი ლიდერატორის პროგრამას კვლავ აგრძელებს. ლიდერატორი უკვე მეხუთე წელია სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებებით მიიღონ. პროექტის მთავარ მიზანს ახალგაზრდების კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ უკვე 200-მდე სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, გამხდარიყო ლიდერატორი, პროგრამების დასრულების შემდეგ კი მონაწილეთა 95%-მა გააგრძელა კარიერა საქართველოს ბანკში.

ლიდერატორის პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკს არის მორგებული. პროექტის ფარგლებში სტუდენტები, როტაციის პრინციპით, სხვადასხვა დეპარტამენტში იღებენ სამუშაო გამოცდილებას. რაც მთავარია, შესაძლებლობა აქვთ, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები ტრენინგებითა და მენეჯერული პოზიციის მქონე პროფესიონალების უშუალო მენტორინგით.

2021 წელს პროგრამა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა - ლიდერატორი სტუდენტებს 12 პროგრამას სთავაზობს, რომელიც ბანკის მასშტაბით 40-მდე დეპარტამენტს მოიცავს, ესენია: კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი; მცირე და საშუალო ბიზნესი; ფინანსები; საცალო საბანკო მომსახურება, მომხმარებელთა კმაყოფილება და ლოიალობა; ბიზნესის განვითარების ანალიტიკა; ბიზნესის ეფექტურობა; საბანკო სამართალი და შესაბამისობა; ინფორმაციული ტექნოლოგიები; მონაცემთა მეცნიერება; ადამიანური კაპიტალის მართვა; მარკეტინგი და ციფრული არხების განვითარება.

„წლებია, ლიდერატორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში. პროგრამის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება - 2021 წელს ლიდერატორის საკონკურსო პროცესში 2500-მდე კანდიდატი იყო ჩართული. ზოგადი და პროფესიული ტესტირებების, ინტერვიუების, სხვადასხვა დავალებებისა თუ პრეზენტაციების შემდეგ, მათგან 94 სტუდენტი შეირჩა. აღსანიშნავია, რომ თუ წინა წლებში მონაწილეები ძირითადად 6 უნივერსიტეტიდან იყვნენ წარმოდგენილნი, წელს ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა და ამჟამად ლიდერატორის პროგრამაში 11 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი იღებს მონაწილეობას. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ განათლებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას. გვჯერა, რომ ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აისახება როგორც ახალგაზრდების, ასევე ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე“, - განაცხადა ნუცა გოგილაშვილმა, საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამა ლიდერატორის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3uFTkt5





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42