რუსი ოკუპანტები სიხშირის გადამცემ თანამგზავრულ რადიოსადგურს დგამენ - დრონით გადაღებული კადრები საოკუპაციო ხაზიდან
პოლიტიკა - 10:21, 02 Jun, 2021     1135

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს, რომელშიც საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება და რუსი სამხედროების მოქმედებები ჩანს.

როგორც ქაცარავა წერს, ხურვალეთის სასაფლაოსთან ოკუპანტების მოქმედებები მობილური საგუშაგოს მოწყობის მცდელობას ჰგავდა, ეს ფაქტი კი იმის მანიშნებელია, რომ ამ რადიოსადგურების განთავსებით რუს სამხედროებს შეეძლებათ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, მათ შორის ქართული სპეცსამსახურებისა და ძალოვანი უწყებების სატელეფონო საუბის მოსმენაც:

"გუშინ, ხურვალეთში დრონით მონიტორინგის დროს დავაფიქსირეთ რუსორკების უცნაური მოქმედებები, რომლებიც პირველი შეხედვიდან მივიჩნიეთ მობილური საგუშაგოს მოწყობის მცდელობად.

ხურვალეთიდან გამოსვლისას დავაფიქსირეთ ევროკავშირის მისიის მანქანების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა, რამაც დაგვაფიქრა იმაზე, რომ საქმე ბევრად მნიშვნელოვან რამესთან გვქონდა, ვიდრე საგუშაგოს კეთილმოწყობის მოქმედებებთან.

ასეც აღმოჩნდა.

გუშინ ოკუპანტებს მასშტაბური წვრთნები ჰქონდათ გამართული კავშირგაბმულობის რადიოტრენინგის კუთხით, რაშიც ხურვალეთის მიმდებარედ ხელი შეეშალათ ჩვენი სამოქალაქო დრონის გამოჩენით.

რაც ძალზედ საინტერესოა, სამოქალაქო დრონის გამოჩენა ჩათვალეს "ინციდენტად" და გამოიძახეს ევროკავშირის წარმომადგენლები.

ჩვენმა ხელისუფლებამ კი იუხერხულა ეს "ინციდენტი" და კვლავ არაფერი შეიმჩნია..." - წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42