საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
პოლიტიკა - 17:49, 01 Jun, 2021     1031

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებს უმასპინძლა.

„ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებმა, ორბელიანების სასახლეში, „ქართული მუსიკის საღამო“ გამართეს და ქართველი კომპოზიტორების: ვაჟა აზარაშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, კახა ცაბაძის, სულხან ცინცაძის, ოთარ თაქთაქიშვილის, ალექსი მაჭავარიანის, ანდრია ყარაშვილის, რევაზ ლაღიძის, ნოდარ გაბუნიას ნაწარმოებები წარადგინეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და სწავლაში წარმატებები უსურვა.

„მინდა მოგილოცოთ ყველას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე! ეს არის თქვენი დღესასწაული და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს აქ, ორბელიანების სასახლეში, ყველანი ერთად აღვნიშნავთ!

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ აქ მობრძანდით და მიხარია, რომ აქ ჩაატარებთ კონცერტს. უფრო მეტად სასიხარულოა, რომ ამ დღისთვის მოამზადეთ და წარმოგვიდგენთ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. იმედი მაქვს, მომავალში ყველას გექნებათ საშუალება დაუკრათ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოები არა მხოლოდ საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც!

მინდა, ყველას მოგილოცოთ ისიც, რომ „ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას/ქართულ გალობას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42