"არ დარჩება სამართლებრივი რეაგირების გარეშე" - თავდაცვის სამინისტრო "მთავარ არხს" სიცრუეში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 17:44, 01 Jun, 2021     1309

თავდაცვის სამინისტრომ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ტელეკომპანია "მთავარ არხს" სიცრუეში ადანაშაულებს. საქმე ეხება არხზე გასულ სიუჟეტს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ქონების შესახებ. როგორც უწყების განცხადებაში წერია, ტელეკომპანიის მიერ ტირაჟირებული სიცრუე რეაგირების გარეშე არ დარჩება:

"მიმდინარე წლის 29 მაისს ტელეკომპანია მთავარის გადაცემა „შაბათის მთავარში“ გაკეთდა რეპორტაჟი თავდაცვის მინისტრის ქონებრივი დეკლარაციისა და შემოსავლების შესახებ. გადაცემა თავდაცვის მინისტრის მიმართ თავისი ცილისმწამებლური და შეთითხნილი ბრალდებებით გასცდა ყოველგვარ ეთიკურ და სამართლებრივ საზღვრებს.

კერძოდ, ტელეკომპანია მთავარის სიუჟეტში, სხვა პირების კუთვნილი ქონება მიაწერეს თავდაცვის მინისტრს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლი წარმოაჩინეს ისეთი ფორმით, თითქოსდა რამდენიმე სახლს წარმოადგენდა.

ტელეკომპანია მთავარის ვებგვერდმა დაამახინჯა ინფორმაცია ჯუანშერ ბურჭულაძის თავდაცვის მინისტრის მოადგილეობის პერიოდში აღებული ხელფასის შესახებ. შეგნებულად დამახინჯდა არაერთი ფაქტი.

თავდაცვის მინისტრს მიაწერეს არარსებული ქონება და შემოსავლები და ამ მეთოდებით შეეცადნენ მისი რეპუტაციის შელახვას.

არც ფალიაშვილის და არც ლუბლიანას ქუჩაზე, არც მას და არც მის ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ არანაირი უძრავი ქონება, ხოლო ის უძრავი ქონება, რომელიც მინისტრს გააჩნია ყველაფერი შეძენილი აქვს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე მოღვაწეობამდე.

აღნიშნულის დასადასტურებლად, მინისტრმა პირადი განცხადებით მიმართა საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს, რათა დაედასტურებინათ აღნიშნული ფაქტები. ბიუროდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია არის სიცრუე. აღნიშნულ ცილისწამებასთან და სიცრუესთან დაკავშირებით მინისტრი აპირებს, მიმართოს სასამართლოს.

​მომავალში, მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებული არცერთი ამდაგვარი, ტოტალური სიცრუე არ დარჩება სამართლებრივი რეაგირების გარეშე" - წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42