ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ულტიმატუმს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვერ ისარგებლებს სხვდასხვა საქმიანობის პრივილეგიებით.
დეკანოიძის თქით, 9 წლის განმავლობაში მმართველ გუნდს გარდა ასეთი რიტორიკისა, არაფერი ხელშესახები შედეგი არ აქვს:
"ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" რეგისტრაციიდან ჩახსნაც კი მოითხოვა და ეს ჰქონდათ მათ განზრახული. ამიტომ ეს არ ცვლის ჩვენს სტრატეგიას "ქართულ ოცნებას", სამწუხაროდ, 9 წლის განმავლობაში არაფერი გარდა ასეთი აგრესიული რიტორიკისა ჩვენს მიმართ, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ არაფერი ხელშესახები შედეგი არ ჰქონია.
ირაკლი კობახიძესა და "ქართულ ოცნების" წარმომადგენლებს არავინ არ ეკითხება "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






